გენერალურმა საკონსულომ საქართველოს ორი მოქალაქის ტრანსპორტირება უზრუნველყო
თესალონიკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს ორი მოქალაქის თესალონიკიდან საქართველოში გამგზავრება უზრუნველყო,“ – იუწყება გენერალური საკონსულო თესალონიკში,
ამ მოქალაქეებიდან ერთს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, ხოლო მეორემ საქართველოში უნდა გაიაროს ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი.
მოქალაქეებს 2020 წლის 28 დეკემბერის ათენი – თბილისის რეისზე ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, მაგრამ საბერძნეთის რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მათი ათენამდე დამოუკიდებლად მგზავრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური საკონსულო დაეხმარა საქართველოს მოქალაქეებს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო.