„საუკეთესო ძიუდოისტი“ და „ამომავალი ვარსკვლავი“ – ქართველ ძიუდოისტთა კიდევ ერთი აღიარება

27 დეკემბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ძიუდოს ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესოთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ორ ნომინაციაში ქართველი ძიუდოისტები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი იყვნენ წარდგენილი და ორივე სპორტსმენმა გამარჯვება მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი“, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.