ახალი ამბები ჩემი უფლებები

ავსტრიაში 18 იანვრამდე ე.წ მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა

ავსტრიის მთავრობის მიერ 26 დეკემბრიდან 18 იანვრამდე პერიოდში გამოცხადებულია ე.წ. მკაცრი ლოქდაუნი, რომლის დროსაც, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, იკრძალება მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება. 

ამ პერიოდში საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეებს კონსულტაციას გაუწევს დისტანციურად, საკონსულო სამსახურის ტელეფონისა და ელ. ფოსტის საშუალებით.

გარდა ამისა, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე დღეებად. შესაბამისად, ამ პერიოდში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
  • მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

სხვა სიახლეები

ინფორმაცია ოსლოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor

კვიპროსული კინოს დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Editor

ნიკოლოზ ნამორაძის ვიდეოკონცერტი 27 აგვისტოს გაიმართება

Editor

საზოგადოების გაზრდილი ინტერესი და ახალი გამარჯვებულები – როგორია „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის შედეგები

Editor

საქართველოს მიმართულებით აგვისტოში დაგეგმილი კომერციული და სარეპატრიაციო ფრენების განრიგი ცნობილია 

Editor

ინა და ნინა ჩანტლაძეები ფრანკოფონიის ფესტივალის პოეზიის საღამოზე

Editor