ახალი ამბები დღის ვიდეო ტურიზმი

ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლშია წარმოჩენილი (ვიდეო) 

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი  კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. რგოლში წარმოდგენილი კერძები – მაჯუნი, იახნი და აჩმა ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანაშვილმა ადგილობრივ მზარეულ როინ ფაღავასთან ერთად მოამზადა. ვიდეოგადაღებები ქობულეთის სოფელ ლეღვაში, 170 წლის სახლის ეზოში, ულამაზეს გარემოში  მიმდინარეობდა.

ქობულეთური სამზარეულოს შესახებ, ასევე მომზადდა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც მზარეულებმა კერძების, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. საიმიჯო რგოლების, ვიდეოგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების, ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან  შეეძლებათ.

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო, მუსიკა კი  ჯგუფმა „ინსაითი“ სპეციალურად ვიდერგოლისთვის დაწერა.

სხვა სიახლეები

უშგულელი მხატვარი პირველ პერსონალურ გამოფენას ისტორიის მუზეუმში გამართავს

Editor

ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო

Editor

უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის

Editor

“თქვენი ღიმილიანი, ცრემლებით სავსე თვალები… მინდა სულ ასეთებს გხედავდეთ! წინ დიდი გზებია!”

Editor

სტამბოლში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა

Editor

საქართველოს ელჩი თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება 

Editor