საქართველოს საელჩო თურქეთში ქვეყანაში შესვლის წესების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები:

2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციისშესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის 1-ელ მარტამდე.

„ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.