როგორ იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-დან 15 იანვრის ჩათვლით 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდა უქმე/დასვენების დღეებად. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზი: (+995 32) 294 50 50 იმუშავებს შეზღუდული რესურსით.

აღნიშნული უქმე დღეები ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, რომლებიც მოცემულ პერიოდი მომსახურებას გაუწევენ მოქალაქეებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება;
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.