მარტოხელა დედა, რომელიც ემიგრაციაში პატარებისთვის ჯადოსნურ სამყაროს ,,ქსოვს“

იზა ტიელიძე მარტოხელა დედაა, რომელიც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა თოჯინებს ქმნის. ის თურქეთში სხვა ქალბატონების მსგავსად, სამსახურის საძიებლად გაემგზავრა… იზა სტამბოლში ცხოვრობს, შვილები კი სამშობლოში ელიან. მონატრებისა და ნოსტალგიის დასაძლევად, საკუთარი ჯადოსნური სივრცე შექმნა და მალე უამრავი პატარასთვისაც ზღაპრულ სამყაროდ აქცია.

იზა პატარებისთვის თოჯინებს ხელით ქსოვს. მათ დასრულებას ვერც კი ასწრებს, ისე ,,იტაცებენ“  მშობლები. საკუთარი გვერდიც შექმნა სოციალურ ქსელში, სადაც ყოველდღე ახალ-ახალი თოჯინები იწონებენ თავს. როგორ ქმნის თავისუფალ დროს ნამუშევრებს და ვის უძღვნის მათ, ამაზე ვიდეობლოგში თავად საუბრობს.

,,90-იანები წლები იდგა და ჩემებს არ ქონდათ სათამაშოების ყიდვის საშუალება. ვოცნებობდი შემძლებოდა, საკუთარი ხელით შემექნა ისინი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, სხვა პატარებს გავულამაზო ცხოვრება ჩემი ნამუშევრებით… ეს საქმე მაბედნიერებს“.

იზას ისტორია ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.