ქართველი მოჭადრაკეების წარმატება

ნინო ბაციაშვილი, ესპანეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ‘VII Sunway Sitges International Chess Festival’, ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ნინომ, 6,5 ქულა დააგროვა 10 შესაძლებლობიდან და საკუთარ რეიტინგს 11 ქულა შემატა. საერთო ჩათვლაში კი პირველობა ბულგარელმა დიდოსტატმა, ივან ჩეპარინოვმა დაისაკუთრა.

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე კი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, სადაც ძაგნიძე ფრანგული კლუბი „მონტე კარლოს“ სახელით ასპარეზობდა. ნანა ძაგნიძემ 14 შესაძლო ქულიდან 9 ქულა მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.