ინფორმაცია იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ – ერთ შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ამ პერიოდში მოქალაქეთა მომსახურებას  შემდეგ შემთხვევებში განახორციელებს:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება ;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.