ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელში 27 დეკემბრიდან მოსახლეობის გადაადგილებაზე აკრძალვა ამოქმედდება.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი “ლოქდაუნი” ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი კვირის გამავლობაში კორონავირუსით ინფიცირება დღეში ათას შემთხვევამდე არ შემცირდება, შეზღუდვას კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლების დატოვება ერთ კილომეტრზე მეტი მანძილით; ერთ შენობაში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აკრძალულია, ღია სივრცეში კი, 20 პირზე მეტი;

იკეტება ვაჭრობის სფეროს დაწესებულებები; ოფისებში თანამშრომლების ყოფნა უნდა შემცირდეს 50%-ით; ამასთან, საბავშვო ბაღები და სკოლების დამწყებ კლასებში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, გაკვეთილები 08:00 საათიდან 13:00 საათამდე ჩატარდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 50%-ით შემცირდება.

წყარო: კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.