საქართველოში წარმოებული პირბადეები გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტზე გავიდა

ქართული წარმოების პირბადეები გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტზე გავიდა. პანდემიის დროს დაარსებული საწარმოს „რესპირატორი“ დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი bm.ge-ს უყვება,  რომ პირველ ეტაპზე ევროპაში 100 ათასი პირბადე გავიდა, ისინი უკვე განბაჟებულია და მიმდინარეობს მზადება მეორე პარტიის გასაშვებად.

„ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ უკვე გაიტანა შეკვეთები გერმანიასა და ნიდერლანდებში. ეს იყო სატესტო გატანა, მომავალ კვირაში ველოდებით ახალ შეკვეთას“, – განაცხადა გალუსტიანმა.

როგორც გალუსტიანი ამბობს, საწარმომ წარმადობა გაზარდა და ამჟამად „რესპირატორი“ თვეში 12 მლნ პირბადეს აწარმოებს, რაც ქართული ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია.

„თვეში უკვე ვაწარმოებთ 12 მლნ პირბადეს, რაც საქართველოს ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ქართულმა ბაზარმა შეიძლება აითვისოს. ყველა დიდ კომპანიას და სააფთიაქო ქსელს ჩვენ ვაწვდით პროდუქტს. დავიწყეთ ასევე პირბადეებისწარმოება ქართული დროშით და წარწერით Made In Georgia. ამჟამად „რესპირატორში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს და თანამშრომლები ორ ცვლაში არიან გადანაწილებული. წარმადობის გაზრდის გამო 12 თანამშრომელი დავამატეთ“, – განაცხადა გალუსტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები