თამთა მაღრაძე ფრანც ლისტის კონკურსის გამარჯვებული გახდა 

International Franz Liszt Piano Competition წელს ონლაინ მიმდინარეობდა და მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მსმენელის ხმის მიცემის შედეგად, კონკურსის ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა. გამოკითხვაში  71 ქვეყნიდან 6000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მათ შორის, ყველაზე მეტი, 1395 ხმა ახალგაზრდა  ქართველ პიანისტს, თამთა მაღრაძეს ერგო.

25 წლის ქართველი მუსიკოსის გამოსვლა კონკურსის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. “თუ ჯერაც არ მოგისმენიათ ეს საოცრება, ნახეთ თამთა მაღრაძის საოცარი გამოსვლა”- წერს International Franz Liszt Piano Competition-ის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.