შოთა არველაძე: ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა

ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე უზბეკეთის „ფახთაქორს“ დაემშვიდობა. ინფორმაცია არველაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

შოთა არველაძემ გულშემატკივრებსა და გუნდის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და გამოემშვიდობა.

„სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!“ – აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთა  არველაძის გუნდი 2019 და 2020 წლებში უზბეკეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. 2019 წელს კი უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო.

შოთა არველაძესთან ერთად კლუბი  მისმა ასისტენტმა, გოჩა ტყებუჩავამაც  დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები