დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ელექტრონული ვერსია უფასო პლატფორმაზე განთავსდა 

დღეიდან დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ-ვერსია, რომელიც განთავსებულია მისამართზე: www.dict.ge, უფასოდ არის ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის.

“ყოველთვის გვსურდა ჩვენი მრავალწლიანი შრომის ნაყოფი რაც შეიძლება ფართოდ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართველი და საერთოდ, ინგლისური და ქართული ენებითდაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური მიზეზების გამო აქამდე ეს ვერ ხერხდებოდა. ამჟამად ჩვენ გამოგვიჩნდა კეთილისმყოფი, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ლექსიკონის და ჩვენი სხვა ონლაინ-ლექსიკონებისა და რესურსების ინტერნეტში განთავსებისა და შენახვის ხარჯები, რამაც საშუალება მოგვცა ლექსიკონი უფასო გაგვეხადა. იმედია, ეს ჩვენი ახალი ამბავი სასიამოვნო წინასაახალწლო განწყობას შეგიქმნით” – ამბობენ ლექსიკონის შემქმნელები .

დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია.ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური სიტყვის, შესიტყვების, ფრაზული ზმნისა და ა.შ. მოძიება, ასევე ქართული სიტყვებისა და ფრაზების მოძებნაც

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები