თბილისის არქიტექტურული მარგალიტები „Lonely Planet“- ის სტატიაში

„ნახეთ თბილისის მე – 20 საუკუნის გასაოცარი არქიტექტურა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „Lonely Planet“- ი.

ჯეიმს გაბრიელ მარტინი წერს, რომ ახლა უფრო ადვილია თბილისის არქიტექტურული მარგალიტების აღმოჩენა, რადგან გამოიცა არქიტექტურული რუკა, სადაც მოცემულია ყველა ის ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ და მკითხველს შენობების ფოტო გალერეას სთავაზობს.

თბილისის არქიტექტურული რუკის შექმნის იდეა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პირველი გამოშვების ფარგლებში დაიბადა. არქიტექტორმა ანა ჩორგოლაშვილმა მე-20 საუკუნის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის 50-მდე უნიკალური ნაგებობა გააერთიანა და თბილისის არქიტექტურულ რუკაზე დაიტანა. ფოტოდოკუმენტაცია ფოტოგრაფ სტეფანო პერეგოს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.