ვარძიისა და ნოქალაქევის დამთვალიერებლებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ – ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.

„ახალი სერვისი მუზეუმ – ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან. 2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ტურისტებს ადმინისტრაცია სატრანსპორტო, კერძოდ, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებით მომსახურებას მხოლოდ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სთავაზობდა. სააგენტო აღნიშნულ ავტომობილებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.