დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალს საქართველო უმასპინძლებს

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2021 წლის 4–5 სექტემბერს თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება.

ჩემპიონატში ევროპის 25 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 2020 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი ნოდო კოდუა და ვიცე – ჩემპიონი მევლუდ მელაძე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრში მრბოლელები, ავტოსპორტში არსებული ყველაზე მძლავრი ავტომობილებით მონაწილეობენ, რომელთა საშუალო სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალაა.

ღონისძიებას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.