ინფორმაცია ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველთათვის
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან ბელარუსის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა მინისტრთა საბჭოს განახლებული დადგენილება Covid 19- ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების შესახებ.
„დადგენილების თანახმად, ე.წ. წითელი ზონიდან, მათ შორის საქართველოდან, ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია:
- წარადგინოს Covid 19-ზე ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის დოკუმენტი (ბელარუსულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე);
- გაიაროს 10 დღიანი თვითიზოლაცია.
ტრანზიტული მგზავრობის შემთხვევაში, საჭიროა ბელარუსის ტერიტორიის 24 საათის განმავლობაში დატოვების დამადასტურებელი დოკუმენტის (სამგზავრო ბილეთის) წარდგენა.“ – ნათქვამია განცხადებაში.