საქართველოს საელჩო  ირლანდიაში  ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებს

ირლანდიაში საქართველოს საელჩო აცხადებს ბავშვთა ნახატების ონლაინ გამოფენა-კონკურსს თემაზე „შობა-ახალი წელი და მისი ტრადიციები საქართველოში“.

საკონკურსო ნამუშევრები განთავსდება საელჩოს Facebook გვერდზე. ის ავტორები, რომელთა ნაშრომებს ექნება მეტი მოწონება ფეისბუქგვერდზე , დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ირლანდიაში მცხოვრებ  18  წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ელ-ფოსტის მისამართზე: dublin.emb@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები