ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში (COVID-19) კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, 21 დეკემბრიდან ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ბრიტანეთიდან საერთაშორისო საჰაერო თუ სახმელეთო მგზავრობის აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ: ირლანდიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ.

უახლოეს პერიოდში მგზავრობის შეზღუდვის დაწესებას ასევე განიხილავენ შემდეგი ქვეყნები: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და ისრაელი;

„აღნიშნულ სიას შესაძლოა დაემატოს სხვა ქვეყნებიც. შესაბამისად, ბრიტანეთიდან საქართველოში გამგზავრების მსურველებმა, გთხოვთ, გადაამოწმოთ მგზავრობის შესაძლო მარშრუტები და ყურადღებით გაეცნოთ ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ასევე დაგვიკავშირდეთ საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე: +44 7872 064830;

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ბრიტანეთში ჩამოსვლამდე მგზავრებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (Passanger Locator Form https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before…), ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ დაექვემდებარონ სავალდებულო თვითიზოლაციას ჩამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში;

ამასთან შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაციაა, პირმა არ დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე სისტემის (Tier Four) ზონა, სადაც შეზღუდვები 20 დეკემბრიდან ამოქმედდა და არ იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ,“ ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.