საქართველო ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიგო.

„წილისყრა დანიის ქალაქ ჰერნინგში გაიმართა. ევრო 2024 ფინალური ტურნირი გერმანიაში გაიმართება. 4 ნაკრები კვალიფიკაციას პირველი რაუნდიდან იწყებს. ამ ტურნირის ორი გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში. მათ დაემატება ლუქსემბურგი და IHF ერთა თასის საუკეთესო ევროპული გუნდი.

პლეიოფი 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა გაიმართოს.

გამარჯვებულები 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყებენ მთავარ შესარჩევ რაუნდს, რომელშიც ევროპის 32 უძლიერესი გუნდი ითამაშებს. გათამაშდება ფინალური ეტაპის 20 საგზური,“ – ნათქვამია  საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განცხადებაში.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, პანდემიის გამო, მარტისთვის გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.