საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” წელს  ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

ქართული საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” წელს  ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ბოლო კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართება. კონცერტის ნახვას სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე შეძლებთ.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო ფესტივალი ჩვეულ რეჟიმში არ მიმდინარეობს და მასში უცხოელი ვარსკვლავები ვერ მონაწილეობენ.

ფესტივალი 15 დეკემბერს გაიხსნა კონცერტით, რომელიც ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეორე კონცერტი 19 დეკემბერს შედგა – მაყურებელმა სალომე ჯიქიას (სოპრანო), ირინა ალექსიძეს (მეცო-სოპრანო), არმაზ დარაშვილს (ტენორი) და ნიკოლოზ ლაგვილავას (ბარიტონი) მოუსმინეს.

ფესტივალის ბოლო დღეს – 23 დეკემბერს ორგანიზატორები ჯაზის საღამოს გთავაზობენ. დაუკრავენ პიანისტი ზურა რამიშვილი, კახა ჯაგაშვილი (საქსოფონი), პავლე კვაჭაძე (კონტრაბასი), ზაზა ცერცვაძე (დრამი).

საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” 1997 წლიდან ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.