„დიასპორების ალიანსი საქართელოსთვის“ ორგანიზებით, დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართა

2020 წლის 18 დეკემბერს ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურის ცენტრისა და საბერძნეთში ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაციის – ათენის  კულტურის ცენტრის -„ კავკასიას“ ორგანიზებით ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა,

ონლაინკონფერენცია მიგრაციის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინატორი საქართველოში, ნათია კვიციანი დაესწრო და ფოდნთან თანამაშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ფონდის პრეზიდენტის, თიკა სვანიძე-ვენკოს თქმით კონფერენციის მიზანი ემიგრაციაში მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და სოციალურ თემატიკაზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა, რაც დაეხმარება დიასპორულ ორგანიზაციებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შექმნან ემიგრანტებისთვის ინტეგრირებული სოციალური სერვისების მოდელი.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა 50-მდე ქართველმა ემიგრანტმა ექიმემმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს, მათ შორის, აშშ-დან, ირლანდიიდან, შვეიცარიიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და  თურქეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ონლაინშეხვედრას ესწრებოდნენ, კოფერენციის ორგანიზატორი ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები (გერმანიაში, თურქეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში) და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბატონი დავით დონდუა,საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილებული იყო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასაც ემიგრანტი ქართველები უცხოეთში აწყდებიან, მათ შორის, საუბარი იყო  ისეთ თემებზე როგორებიცაა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, შავიზღვისპირეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე დიასპორაში მყოფი ემიგრანტებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების აქტუალური საკითხები თანამედროვე მსოფლიო რეალობის გათვალისწინების ფონზე.

შეხვედრაზე მონაწილე ექიმებმა ასევე გაამჟღავნეს  ინიციატივები, რომლებსაც ემიგრანტების ჯანდაცვის მიმართულების გაუმჯობესება შეუძლია. მათ შორის, საუბარი იყო ე.წ ტელემედიცინის პრაქტიკის დანერგვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის დისტანციურად კონსულტაციების გაწევას. კიდევ ერთი ინიციატივა კი დიასპორელი ექიმებს ვრცელი მონაცემთა ბაზის შექმნაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის თქმით, შესაძლებელია, რომ სპეციალიზაციის მიხედვით ექიმების მონაცემთა ბაზა შექმნას, რაც ურთიერთობებს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.

კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა კი უცხოეთში მყოფი ადგილობრივი ექიმებისთვის თარჯიმნების დანიშნვაა, რაც ჯანდაცვის მომსახურებას უფრო მეტად ეფექტიანს გახდის.

შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ასევე დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები გივი ჭიჭინაძე და დავით კაჭარავა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თამვჯდომარე, ბატონმა ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ბატონმა დავით ფაცაციამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) კოორდინატორი საქართველოში ,ნათია კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.