,,ჩვენ, ქართველი დედები აუცილებლად დავბრუნდებით…“- ,,ბადანტედქცეული“ ქართველი ჟურნალისტის წიგნად აკინძული ამბები

,,წარმოიდგინეთ ჟურნალისტი უცებ გავხდი მომვლელი, თან მამაკაცის მომვლელი“… ასე იწყებს ვიდეობლოგში საუბარს ლელა თოლორდავა და გვიყვება როგორ დაიწერა მისი წიგნი ,,ბადანტე“.

,,ბადანტე“ იტალიურად მომვლელს ნიშნავს. წიგნადქცეულ ისტორიებში უამრავი ემიგრანტი იპოვის საკუთარ თავს. რატომ გავდა ავტორის ყოფა თავდაპირველად ,,გალიაში“ ცხოვრებას და როგორ აღწერა არამარტო საკუთარი, არამედ უამრავი ქართველი ,,ბადანტედქცეული“ ქალის ცხოვრება.

ლელა თოლორდავა პროფესიით ჟურნალისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისში,  დამოუკიდებელ გაზეთში „პოსტსკრიპტუმი“. ემიგრაციაში წასვლამდე კი, თბილისში „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის“ პიარ-მენეჯერი იყო. ემიგრაციაში წასვლა მეორედ მოუწია. ახლა იტალიაშია – ტოსკანაში, პიზასთან ახლოს ერთ პატარა და ლამაზ სოფელ ფორკოლში ცხოვრობს.

ნახეთ ვიდეობლოგში ქართველი ჟურნალისტის გულშიჩამწვდომი ისტორია, რომელიც იმედიანად ამთავრებს ინტერვიუს: ,,ჩვენ, ქართველი დედები აუცილებლად დავბრუნდებით…”

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები