სათვისტომო “კოლხეთმა” იტალიაში მყოფ ემიგრანტებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია 

ქართველი ემიგრანტებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია გუშინ, 17 დეკემბერს, იტალიის ქალაქ უდინეში გაიმართა. ემიგრანტებს კონსულტაცია ბექა თავართქილაძემ, რომის ადვოკატთა ფორუმის წევრმა გაუწია. 

რომის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების მიმართულებით მუშაობს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან მიგრანტებს.

,,კოლხეთი“ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საგრანტო პროექტის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა აღნიშნული შეხვედრაც ემიგრანტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.