ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სიაშია

WEEKLY POST”- ის ინფორმაციით, CIES– მა საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელთა შორის დაასახელა.

CIES-მ 30 ევროპული ჩემპიონატის მიხედვით ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშის კვლევა ექვს კატეგორიაში ჩაატარა: მოგებული დუელები დაცვაში, შერჩევა, გადაცემები (ბურთთან შეხება), დრიბლინგი, საგოლე მომენტების შექმნა და დარტყმები. კვარაცხელია დრიბლინგის კატეგორიაში შეარჩიეს. მას დრიბლინგის 89 მცდელობა ჰქონდა, საიდანაც 45 წარმატებული აღმოჩნდა.

CIES-ის სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა – კონსტანტინე მარადიშვილი, რომელმაც შერჩევების რაოდენობით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები