საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტი „დისნეისთან“ გააფორმა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მსოფლიოს ერთ – ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალშემოსავლიან კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას – არხმა კონტრაქტი „დისნეისთან“ გააფორმა.
„პირველი არხი“ მაყურებელს 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში „დისნეის“ 349 ფილმს შესთავაზებს. კონტრაქტი, „დისნეის“ გარდა, მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა „მარველი“, „თვენთი სენჩერი“ და „ჯორჯ ლუკასი“. სურათები სრულად იქნება ქართულად დუბლირებული.