სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

“მოთვინიერება” (Taming the Garden) სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა, 31 იანვარს, სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის მეორე ჩვენება  2 თებერვალსაა დაგეგმილია, – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

“მოთვინიერება” კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაშია (World Cinema Documentary Competition) წარმოდგენილი.

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც ფესტივალი ცნობილი ამერიკელი მსახიობის – რობერტ რედფორდის კომპანიამ დააარსა. წლების განმავლობაში სანდენსის კინოფესტივალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, სანდენსს უკავშირდება არაერთი გამორჩეული რეჟისორის, ოპერატორისა თუ კინოვარსკვლავის აღმოჩენა.

ფესტივალის ორგანიზატორები წელს მაყურებელს სრულიად გამორჩეულ თავგადასავალს ჰპირდებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა შერეული ფორმატით გაიმართება (როგორც ონლაინ, ასევე რეალური დასწრებით). კინოფესტივალის ფარგლებში29 ქვეყნის 72 სრულმატრაჟიანი ფილმის ჩვენება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.