,,დაიბედეთ ჩვენთან ერთად ეროვნული ღირებულებები“- ნიუ-იორკში ბედობას ქართული ღონისძიება მოეწყობა

2 იანვარს წითელ ხალიჩაზე ქართულ ტანისამოსს, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილს, ემიგრანტები აშშ-ში წარმოადგენენ. პირველად ნიუ-იორკში ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე“ მოეწყობა.

ჩვენებაში მონაწილეობას ცნობად სახეებთან ერთად, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც მიიღებენ. ღონისძიებას ეყოლება ამერიკელი სტუმრებიც. პროექტის იდეა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს ლელა ნინუას ეკუთვნის.

,,დაიბედეთ ჩვენთან ერთად ეროვნული ღირებულებები“- ასეთია პროექტის სლოგანი. სტუმრებს სიურპრიზებით სავსე საღამო ელით. მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიებაზე თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი სამოსი გამოიფინება, ისინი მათ საქართველოს კუთხეების მიხედვით წარადგენენ. იდეის და პროექტის ავტორთან ერთად, საღამოს ორგანიზებას უწევს ქართული რესტორანი ,,გესტ-ჰაუსი“, რომელიც მსგავსი ღონისძიებების ხშირი მხარდამჭერია. პროექტს მხარში უდგანან სხვა ქართული ბრენდებიც: მასრა, ფაფანაკი, Georgian memory, ქართული კლინიკა NP Medicine (კლინიკის დამფუძნებლები ნინო ქავთარაძე და ეკა მეტრეველი).

საღამოს ცუცა კაპანაძე და გია ფურცხვანიძე წარუძღვებიან. მონაწილეები პროექტისთვის განსაკუთრებულდ ემზადებიან…

თამარა მიქაძე, პროექტის მონაწილე: ,,ტრადიციული სამოსი ერის სულის და იდენტობის ამოძახილია. საოცარია, როგორც შეუძლია ტანისამოსს ასე გამოხატოს ეროვნული სულისკვეთება და ღირებულებები.  ჩვენი ეროვნული სამოსი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ქმნიდა ქართულ ხასიათს. მოირგო და ატარო ის, არის საოცარი სიამოვნება და ამავე დროს უდიდესი პასუხიმგებლობა, რადგან გრძნობ პირდაპირ კავშირს ისტორიასთან და გახსენდება, რა ძვირად უჯდებოდა საქართველოს ყოველ ჯერზე ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნება, რათა ჩვენამდე მოეღწია. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანოზატორებს იმისათვის, რომ გვაქვს საშუალებაა გვამოგზაურონ წარსულში და ასე ცხადად შეგვაგრძნობინონ საქართველო.“

ლეილა ქურციკიძე-ბახტაძე, პროექტის მონაწილე: ,,6 წელია ემიგრაციაში ვიმყოფები. ემიგრანტობა რთულიცაა და საინტერესოც. რთულია, როდესაც ტოვებ სამშობლოს, ახლობლებს. საინტერესოა, რადგან გიხდება ახალ ცხოვრებასთან შეჭიდება. ამერიკაში თითქოს ვიპოვე ჩემი თავი,  მომეცა საშუალება შემექმნა ჩემი დიზაინით აქსესუარები ტყავის და ბუნებრივი ქვებისგან. მათ შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ბევრს ვერ ვაკეთებ. ჩემი ნამუშევრებიდან ბევრი გავაჩუქე, ზოგს საქველმოქმედო სახე მივეცი, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი რამოდენიმე ნამუშევარი გატანილი იყო ASC NORK FASHION WEEK    კვირეულზე; მანჰეტენზე გალერიაში. 1918 – 1919 წწ. საერთაშორისო ფესტივალ ,, Peart New York ” ზე; 2019 წელს წარმატებული ქართველების დაჯილდოვებაზე; ყოველ წელს ამერიკულ თბილისობაზე. ახლა ვმონაწილეობ ლელა ნინუას პროექტში ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე”. დიდი მზადება გვაქვს ამ დღისთვის“.

ეკა მაისურაძე, რესტორან ასტორიას” მფლობელი: ,,ამერიკაში ვიმყოფები 21 წელია. ამჟამად ვცხოვრობ პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში. ძალიან სასიხარულოა ასეთი პროექტების არსებობა, აუცილებლად  ჩატარდება ჩემს რესტორანშიც, პანდემიის დასრულებისთანავე. რესტორანში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული კერძები ცეკვა, სიმღერა და ქართული ტრადიციული სამოსი.

მადლობა პროექტის ავტორს და წამყვანს ქალბატონ ლელა ნინუას. მიხარია, რომ პირველი ღონისძიების მონაწილე ვიქნები, შემდეგ კი მასპინძელი”.

ანა კილასონია, პროექტის მონაწილე: ,,რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. 7 წლისამ პირველად მივიღე მონაწილეობა ფოლკლორულ ფესტივალში “მაფშაალია ღურჭულანს”. ამ კონკურსში გამარჯვებამ უზარმაზარი ბიძგი მომცა. შემდეგ იყო სხვა კონკურსები და გამარჯვებებიც. მუსიკით ვიკვებები. ვუკრავ სხვადასხვა ხალხურ საკრავებზე. განსაკუთრებით მიყვარს ფოლკლორი და ჯაზი. 2018 წელს ნიუ იორკში, როგორც კლასიკური ჯაზის შემსრულებელმა ავიღე პირველი პრიზი კონკურსში “ნიუ იორკის” მარგალიტი. 2016 წელს მომიწია ემიგრირება და მუსიკის სიყვარულმა მომცა ძალა იმ სირთულეებისთვის გამერთვა თავი, რაც ემიგრაციის პირველ წელს თან სდევს. მიხარია,  რომ ვიყავი და ვარ “დენსინგ ქრეინის ” თეატრის დასის წევრი, მიყვარს ჩემი პედაგოგები,  რომლებმაც საკუთარი წილი სიყვარული ჩადეს ჩემში. დღეს ედუარდ მოროუს სახელობის სპეციალიზირებულ სკოლაში ვაგრძელებ სწავლას და იმედი მაქვს,  რომ რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, მუსიკა ყოველთვის იქნება ჩემი თანამდევი ნაწილი. სიამოვნებით ვმონაწილეობ ამ პროექტში.“

მარინა ჯიქია, პროექტის მონაწილე: ,,ამერიკაში ვიმყოფები 20 წელია. პროფესიით იურისტი გახლავართ. მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ, ტანსაცმელი ჩემთვის არ არის უბრალოდ ტანსაცმელი, კომუნიკაციის საშუალებაა. ესა თუ ის  სამოსი ზუსტად გადმოცემს ჩემს განწყობას  და სათქმელს. რაც შეეხება ქართულ ეროვნულ სამოსს, უიშვიათესი და უმდიდრესი კოლექცია შეიძლება გაკეთდეს, აბსოლუტურად ყველა სეზონისათვის. ძალიან მიყვარს ჩოხა, ვიყენებ ყველგან და ყოველთვის. 5-6 ჩოხის “ მფლობელი” ვარ…

უღრმესი მადლობა პროექტის იდეის ავტორებს, სპონსორებს, წამყვანებს, მონაწილეებს და რათქმაუნდა, შემფასებლებს.“

ფატი ჭინჭარაული, პროექტის მონაწილე: ,,ერთი რიგითი ემიგრანტი ვარ, რომელსაც ძალიან მენატრება ოჯახი და ქვეყანა. სამშობლოში დავტოვე ყველაზე ლამაზი და ტკბილი მოგონებები. შორეულ ამერიკაში შევიძინე უამრავი მეგობარი და ერთმანეთის დახმარებით ვუმკლავდებით. ამ რთულ ემიგრანტულ ცხოვრებას. ლელა ნინუას უდიდესი წვლილი მიუძღვის ემიგრანტების გაერთიანებაში. ცდილოს ყველას გაგვილამაზოს ცხოვრება. მადლობა მას ასეთი ღონისძიებებისთვის“.

სალომე ქათამაძე, პროექტის მონაწილე: ,,სადაც ქართული ღირებულებებია, იქაც ჩვენ! ,,ქართული წიგნები ამერიკაში” ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ქართული მწერლობისა და ქართული დამწერლობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფასეულობის გავრცელებასა და შენარჩუნებას. 2 იანვარს კი, ამ ღონისძიების ფარგლებში, შემოგთავაზებთ ქართული წიგნების გამოფენა-გაყიდვას”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.