იაპონიის სწრაფი კვების რესტორნებში “შქმერული” ბრუნდება 

14 დეკემბერს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა იაპონიის სწრაფი კვების ქსელ “მაცუიას” წარმომადგენლობასთან.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იანვრიდან მაცუიას 1000-მდე ფილიალის მენიუს ისევ დაემატება ქართული კერძი – შქმერული.

მნიშვნელოვანია, რომ ფილიალებში იქნება პოსტერები, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული დროშა, რუკა და მცირე ინფორმაცია საქართველოს შესახებ.რაც საგრძნობლად გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები