ქართული წარმოების საბავშვო ტანსაცმელი აშშ-სა და იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჟირაფის“ პროდუქცია აშშ-სა და იაპონიაში ექსპორტზე გავიდა.

სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიამ პარიზის საერთაშორისო გამოფენა Playtime-ში მიიღო მონაწილეობა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

„პირველად მივიღეთ მონაწილეობა პარიზის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი შექმნილი საბავშვო ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შედის”, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან გვაზავამ.

კომპანია „ჟირაფი“ ამ ეტაპზე მომდევნო გამოფენისთვის ემზადება და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.