“წერილები გზიდან… დედა ემიგრანტია” – მარიამ კანთელაშვილი

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ მეორედ ატარებს. საკონკურსო თემაა “დედა ემიგრანტია“

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 დეკემბერს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ჩანახატები შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი და ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცემა.

მეორე ჩანახატი –  “წერილები გზიდან… დედა ემიგრანტია” – მარიამ კანთელაშვილი.

„ამ სამყაროში ყველაზე დიდი პრობლემა  ემიგრაცია და ემიგრანტების ცხოვრებაა. ბევრ ადამიანს სამშობლოს დატოვება და თავის ან ოჯახის სარჩენად სხვა ქვეყანაში წასვლა მოუწია, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა… ამ ადამიანებმა დატოვეს მშობლები, ოჯახები, შვილები, დედმამიშვილები, ნათესავები, მეგობრები, რაც ყველაზე მძიმეა მათთვის.  ზოგი წლების მერე ბრუნდება უკან, ზოგი კი გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ ბრუნდება. ყველაზე დიდი ტკივილი მათთვის ოჯახთან და რაც მთავარია, შვილებთან, ან დედასთან განშორებაა. ეს ტკივილი მათ ყოველდღიურად კლავს… მათი ნახვის წყურვილი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მძაფრდება… ძალიან ძნელია იყო სხვის მიწაზე და იმუშაო ისეთ რთულ  პირობებში, როგორშიც ეს ადამიანები მუშაობენ და ამდენს წვალობენ იმისათვის, რომ პურის ფული ჰქონდეს ზოგიერთ ოჯახს…  დედების უმრავლესობა ხომ იმ ფიქრით  მუშაობს, რომ შვილს განათლება მისცეს, აარიდოს ცუდ გზას და დაეხმაროს საკუთარი თავის დამკვიდრებაში. დედის სურვილიც ეს არის – შვილი ჰყავდეს ჯანმრთელი, ღიმილიანი და უბედნიერესი.

მესმის კი არა, ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე და გამოვცადე, რადგან მე უკვე  17 წელია, ემიგრანტის შვილი ვარ. შეიძლება დედამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მაკლია და როგორ მჭირდება… თვალსა და ხელშუა  ვიზრდებით ადამიანები…. ბევრ რამეს ვიძენთ… ბევრ რამეს ვკარგავთ… ბევრი რამ ცვდება და ვაგდებთ… ბევრი რამ გვბეზრდება და უბრალოდ აღარ ვიყენებთ… მაგრამ არის ერთი რამ, რაც არასოდეს მიეცემა დავიწყებას, არასოდეს განელდება და მითუმეტეს არასოდეს მოგბეზრდება… იცით ეს რა არის?? დედაშვილობა!!! დედაშვილობა ყველაზე ლამაზი, ყველაზე სათუთი და თბილი გრძნობაა… დედის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ყველა ქართველი გოგონა და შვილი, ერთ მშვენიერ დღეს მეც დედის გარეშე დავრჩი… სამწუხაროდ… არასოდეს დამავიწყდება ის დღე დედა რომ გავაცილე და შინ დავბრუნდი… ოხ!!! უძლური ვიყავი, მაგიჟებდა ის გრძნობა,  რომ დედას ვეღარ ვნახავდი, ვერ შევეხებოდი, ვერ ჩავეხუტებოდი, მაგრამ ადამიანი თურმე ყველაფერს ეგუება, როდესაც სხვა გზა არ აქვს… ბევრი წლის შემდეგ გნახე დე და როდესაც გიცქერდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნანობდი – მინდოდა ის წლები, რომლებიც უერთმანეთოდ გავატარეთ, დამებრუნებინა… ახლა უკვე გეტყვი, რომ მეც დედა ვარ და ვიცი რას ნიშნავს დედაშვილობა, ეს ის სამყაროა, სადაც ყველაფერი, ყოველთვის, ძალიან თბილია, ტკბილია და უსასრულოდ უკიდეგანო სიყვარულით არის გაჟღენთილი. მიყვარხარ და მენატრები დე.

ყველას გთხოვთ, რომ დავაფასოთ ემიგრანტი დედები! ამ ქვეყნად დედის ფასი არაფერია, მასზე მეტად არავის უყვარხართ და მასზე მეტად ვერავინ შეგიყვარებთ. ეცადეთ ის ნაპერწკალი გააცოცხლოთ და გააღვივოთ მის თვალებში, რაც უთქვენობამ ჩააქრო, რამაც გააუფერულა მასი ლამაზი სახე, თვალები და თითებზე კვალის დატოვება სურს. ეცადეთ ეს კვალი უთქვენობით გამოწვეული ტკივილით კი არა, თქვენი ცქერით, მის მიმართ მზრუნველობით და სიყვარულით გამთბარი იყოს. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩვენო გმირო ემიგრანტებო!

„თქვენ არ გინახავთ ემიგრანტი დედის ცრემლები,

თუნდ ერთი ღამე გათეული მის სარეცელთან,

შვილებს რომ ეძებს სიბნელეში ხელის ცეცებით,

და სისხლი სიმწრით მოასკდება​ მის საფეთქლებთან.

-გაგითევიათ, ერთი ღამე სხვის ცივ საწოლში?

ოთახში სადაც ნესტისა და შმორის სუნია

-დაგილევიათ თქვენი ცრემლი მარილიანი?

მაშინ როდესაც სიყვარული გულით გწყურიათ.

-დაგიტირიათ? სხვისი დედა თქვენს დედასავით,

როცა თქვენს დედას არ ეღირსა თქვენი ცრემლები,

ჩახუტებიხართ, უცხო სხეულს თქვენი დასავით

მოგიხვევიათ სხვის შვილისათვის მონატრებული დედის ხელები?!

-ან გილოციათ სხვის მიწაზე სამშობლოსათვის?!

-ან სხვისი მიწა დაგინამავთ​ თქვენი ცრემლებით?!

ეს ყველაფერი გამოვცადე, მე დავისაჯე…

ამ დასჯილ გულით ემიგრანტებს მოგეფერებით!“

ლექსის ავტ: მარი ბიბილური – ჩემი დედიკოს ლექსი, სადაც ყველაფერია ნათქვამი.

მეამაყები დე”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები