ემიგრანტები ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს დაეხმარნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში არსებულ ხანდაზმულთა სახლს ,,სახლი საზღვრებს გარეშე” ემიგრანტები დაეხმარნენ.

სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია სოციალურ ქსელში წერს, რომ მსგავსი დახმარება ემიგრანტების მხრიდან, სისტემატურია.

„ჩემი ემიგრანტი გულისხმიერი გოგოები, რომლებიც სისტემატიურად აწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს საოკუპაციო ზოლთან მდებარე ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს. მადლობა თქვენ გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის.

სიკეთე გადამდებია. ნონა ცერცვაძე გაკოცეთ ბევრი ყველას და მიყვარხართ“, – წერს ლუდა სალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები