,,ჩემი მთავარი ოცნება, სამშობლოში მალე დაბრუნებაა…“- ქართველი ემიგრანტი რომიდან

თამილა ბიტარიშვილი იტალიაში, ქალაქ რომში იმყოფება. ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში მუშაობს. პროფესიით სკოლამდელი აღზრდის პედაგოგია და საქართველოში ყოფნის დროს საბავშვო ბაღში პატარებთან მუშაობდა. ბავშვების სიყვარული ახლაც თან სდევს, მათთვის თოჯინების შექმნა დაიწყო… თავისუფალ დროს ქარგვა და ქსოვა უყვარს.

ხელსაქმე პატარაობიდან შეიყვარა. საქართველოში დაბრუნებას მალე გეგმავს, მისი სურვილია სახლი საკუთარი გემოვნებით მოაწყოს და ემიგრაციაში დაგროვილი ნამუშევრებით დაამშვენოს.

,,ემიგრაციაში წამოსვლა სწორი ნაბიჯი იყო ჩემი შვილების მომავლისა და წინსვლისთვის, ეს ნაბიჯი არასდროს მინანია. ოცნება კი, რაც შეიძლება სწრაფად სამშობლოში დაბრუნებაა…“ – ამბობს ინტერვიუში ქალბატონი თამილა. უფრო დაწვრილებით ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტული ამბები“ შეიტყობთ. 

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.