ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” ემიგრანტების გასამხნევებლად ვიდეოკონცერტს გამართავს

შაბათს, 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” ნიჭიერი ახალგაზრდები  ემიგრანტების გამხნევების მიზნით, გამართავენ ქართული სიმღერების მორიგ, მეოთხე ვიდეო-კონცერტს. ამჯერად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის რამდენიმე წევრი – კვარტეტი: ჯუნა ხარაიშვილი, გიგა ასათიანი, დათო წიქორიძე & მამუკა ინაძე (სამხ. ხელმძღვანელი).
აღსანიშნავია, რომ გასული თვეების მანძილზე, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული უმძიმესი პირობებისა,  ათენის კულტურის ცენტრს “კავკასიას” მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა თავდაუზოგავი შრომის ფასად (კარნატინის გამო, ხშირად დისტანციურადაც), დიდი სიყვარულით მოამზადეს ქართული ხალხური ცეკვების, საესტრადო და ქალაქური სიმღერების ვრცელი რეპერტუარი, მონაწილეობა მიიღეს ონლაინკონკურსებსა და ფესტივალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.