ევროპის ჩემპიონატზე ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე ლიდერობენ

სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ – პირველობამ  სწრაფ ჭადრაკში.  ჩემპიონატი, ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის ფიდეს ვიცე – პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.

ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ, საიდანაც საუკეთესოები კონტინენტების პირველობებზე ასპარეზობენ. ხოლო, კონტინენტის ჩემპიონატებიდან გასულები კი დასკვნით ეტაპზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეჯიბრი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 10; 12; 14; 16; 18 წლამდე, გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 10 წუთი, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

ევროპის ჩემპიონატზე  46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი.

მსოფლიოს ახალგაზრდული ონლაინ – ჩემპიონატის ფარგლებში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ:

ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე.

2,5 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება მარიამ გვათუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.