​ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ვიდეოკონცერტზე გია ყანჩელის მინიატურებს შეასრულებენ 

საქართველოს საელჩოს ახალი რუბრიკისთვის – “ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტები” ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, სოპრანო მადინა კარბელი და ფლეიტისტი თემო ხარშილაძე 10 დეკემბერს, 18 საათზე პირველი ვიდეო-კონცერტით გია ყანჩელის მინიატურებით წარდგებიან აუდიტორიის წინაშე. 

გია ყანჩელის ცნობილ მინიატურებს ქართველი ხელოვანები ტრიოს სახით ახლებური არანჟირებით შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ მინიატურების ციკლი ქეთევან სეფაშვილის, მადინა კარბელისა და თემო ხარშილაძის შესრულებით ცოტა ხნის წინ აუდიო-ალბომის სახით გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც 7 ოქტომბერს ვენაში, Gustav Ignaz Stingl-ის საფორტეპიანო გალერეაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.