მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ ნომინანტად დასახელდა

ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოდაჯილდოების (BIFA) ნომინანტია. მერაბ ნინიძე ნომინირებულია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში The Courier. იგი ახალ ფილმში „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი The Courier მაყურებლისთვის ასევე ცნობილია სათაურით Ironbark.

ბიფას” გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის თებერვალში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.