აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც სამშობლოს დასახმარებლად დაბრუნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

დავით მრელაშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს და ამ პროცესში, მასთან ერთად. ჩართულნი არიან როგორც ოჯახის ექიმები, ასევე, რეზიდენტები და სტუდენტები. თითოეული პაციენტის ანამნეზი ონლაინპლატფორმაზე იტვირთება, რაც ოჯახის ექიმებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას აძლევს. პაციენტები ონლაინ-რეჟიმში იღებენ პროფესიონალთა კონსულტაციას მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ბინაზე მყოფი პაციენტების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ამ ფორმით ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და მზად აზრის, ხელი შეუწყოს მსგავსი მიდგომის სხვა რეგიონებში გავრცელებას. ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაიგეგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.