ირლანდიაში მცხოვრები  ქართველი პოეტის, გიული ჩქარეულის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა 

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პოეზიის საღამო “ლექსებით ვუმღერი ყაზბეგს და წინაპრებს’’, რომელიც მიეძღვნა ირლანდიაში მცხოვრები გამორჩეული ქართველი პოეტის, გიული ჩქარეულის შემოქმედებას.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ირლანდიასა და საქართველოში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა, სადაც გიული ჩქარეულმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი შემოქმედება, გამოცემული კრებულები და ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.

პოეზიის საღამოს მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გიული ჩქარეულს მისი შემოქმედებისთვის, ღვაწლისთვის და ეროვნული სულისკვეთებისთვის, რაც მთავარ თემად გასდევს მის პოეზიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები