„GALICJA VITIS – 2020“- ზე ქართულმა ღვინომ რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა

პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „GALICJA VITIS – 2020“ ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

„თელავის ძველი მარნის“ ღვინომ – „არჩილის ღვინო, რქაწითელი 2015“ კონკურსში ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: მიიღო Grand Gold მედალი მშრალი თეთრი ღვინოების კატეგორიაში და ამით, ჩემპიონის წოდება დაიმსახურა. ასევე, მოიპოვა განსაკუთრებული ჯილდო საუკეთესო ნატურალური ღვინისთვის.

კონკურსში ოქროს მედლები საქართველოდან შემდეგმა ღვინოებმა მიიღეს:

▪კომპანია „გელოვანის“ ღვინო – „კახური მწვანე, 2018“;

▪კომპანია „არტიზანი“ – “Orange Affair Mtsvane Rkatsiteli, 2019“;

▪კომპანია „Katewines“-ის – „ქვევრის საფერავი, 2017“.

„GALICJA VITIS“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსად ითვლება.

ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის და წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით პოლონეთის ბაზარზე.

კონკურსზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500- მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი,“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.