პოლონეთში გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა 

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ინიციატივით გაიხსნა მემორიალური დაფა სახლზე, სადაც 1933-1942 წლებში ცხოვრობდა წმინდანი გრიგოლ ფერაძე.(Ul.Stefana Okrzei 22)

მემორიალური დაფის საზეიმო გახსნას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე, დავით ადამაშვილი.

გრიგოლ ფერაძე  ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და  პროფესორი გახლდათ. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ  იგი წმინდანად შერაცხა 1995 წელს. 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები