საჩხერის სამედიცინო ცენტრი ISO სერთიფიკატის მფლობელი გახდა

BSI-ს საერთაშორისო ჯგუფის გადაწყვეტილებით საჩხერის სამედიცინო ცენტრი ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი პირველი კლინიკა გახდა საქართველოში.⠀

„ჩვენი ადმინისტრაცია, მედიკოსთა და თანამშრომელთა გუნდებს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს კლინიკის განვითარებისთვის, ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.

კლინიკას სერთიფიკატი მიენიჭა პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურების გაწევისას უმაღლესი სტანდარტის დაცვისთვის, შემდეგ მიმართულებებში:⠀

  • ქირურგია⠀
  • პედიატრია⠀
  • გინეკოლოგია⠀
  • თერაპია⠀
  • კარდიოლოგია⠀
  • კარდიოქირურგია⠀
  • ჰემოდიალიზი⠀
  • ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებები⠀
  • ინფექციური დაავადებების მკურნალობა, აგრეთვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მომსახურება,“ ნათქვამია საჩხერის სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.⠀

ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კლინიკაში დანერგილ სტანდარტებს და მის სანდოობასთან ასოცირდება.

ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.