ნათია თოდუას სიმღერა Best of The Voice – ის საუკეთესო ათეულში მოხვდა

სიმღერა “I Put A Spell On You”, რომელიც ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანულ „ვოისში“ ბრმა მოსმენის დროს შეასრულა, ამავე კონკურსის ოფიციალურმა არხმა ათ საუკეთესო შესრულებაში დაასახელა და „Best of The Voice“ – ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

გერმანული „ვოისის” ქართველ გამარჯვებულთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ნიდერლანდების, ბულგარეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის „ვოისის” კონკურსანტები.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2017 წელს „The Voice of Germany“-ის მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.