,,მეც მომიყვანს გაზაფხულს ჩემი მერცხალი და სამშობლოში დავბრუნდები“

ნინო მიქაძე იტალიაში, ქალაქ მანტუაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი საყვარელი საქმე კულინარიაა, რითაც უცხოეთში სხვა ბევრ ქართველსაც უადვილებს ცხოვრებას. მედიცინის ყოფილ მუშაკს დღეს რამდენიმე კულინარიული გვერდი აქვს, საინტერესო საავტორო კერძების რეცეპტებით ქართველ ემიგრანტებს ანებივრებს და არამარტო მათ.

მისი საიტებით და ჯგუფით („Donna Emigrata-ქალი ემიგრანტი, La Dolce Vita -ტკბილი ცხოვრება) ძირითადად სარგებლობენ უცხოეთში ახალჩასული ქართველები, რადგან აქ სხვადასხვა ქვეყნის ქართულად ნათარგმნი კულინარიული რეცეპტებია თავმოყრილი.

კულინარიის გარდა, ნინო მიქაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ქსოვა, ქარგვა და დიზაინი, მუდმივად სიახლეების შექმნა. თითოეულ ნამუშევარს გამზრდელ ბებოს უძღვნის, რომლისგანაც თავის დროზე უამრავი რამ ისწავლა. უფრო დაწვრილებით ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტული ამბები“ შეიტყობთ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები