საქართველო და რუმინეთი ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებენ
UEFA-ს ინფორმაციით, 21 წლამდე ფეხბურთის ნაკრებთა შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდება. რუმინეთი და საქართველო კი ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებენ.
ჯგუფური შეხვედრები საქართველოში ოთხ სტადიონზე – ბათუმში, ფოთსა და თბილისში გაიმართება, ხოლო 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი ბათუმის სტადიონზე შედგება.
დებულების თანახმად, საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე იასპარეზებენ.