საქართველოს საკონსულო ლოს-ანჯელესში მყოფ მოქალქეებს 5 დეკემბერს საკონსულო მომსახურებას გაუწევს

5 დეკემბერს იგეგმება სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსულის, ლევან ბერიძისა და კონსულის, დავით კურტანიძის ვიზიტი ლოს-ანჯელესში. ვიზიტის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ადგილზე მიიღოს სხვადასხვა სახის საკონსულო მომსახურება. საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს სან ფრანცისკოში.

  • ტელ.: +14155283706
  • ელ.ფოსტა: consulatesf@mfa.gov.ge /
  • საკონსულო მიღების დრო: შაბათი, 5 დეკემბერი, ლოს-ანჯელესი, ადგილობრივი დროით 11:00-14:00
  • საათი, მისამართი: 5629 Vineland Av, North Hollywood, CA, 91601

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.