„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დიასპორულ ორგანიზაციებს ახალ ინიციატივას სთავაზობს 

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაცია საბერძნეთში – ათენის კულტურის ცენტრი „ კავკასია“ დიასპორული ორგანიზაციებისთვის საინტერესო ინიციატივით გამოდის. ინიციატივა მიზნად ისახავს პარტნიორობის ფარგლებში დიასპორაში მცხოვრები ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონსოლიდაციას და მათ ჩართვას ქართველი ემიგრანტებისთვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში.

ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართება 2020 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს დროით 20:00-ზე.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ერთ სივრცეში გააერთიანებს დიასპორაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს, რომლებიც ემიგრანტებს სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ, ასევე, მათ, ვინც დიასპორულ ორგანიზაციებს წარმოადგენს და სოციალურ თემებზე მუშაობს ან მომავალში აქვს დაგეგმილი ემიგრანტებისთვის სოციალური სერვისების შეთავაზება;

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 13 დეკემბრისა https://forms.gle/Gn3yVp3HKvugAPVq9

ონლაინ სამუშაო შეხვედრის სასაუბრო საკითხებია:

ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების წინაშე არსებული სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოწვევები;

დიასპორული ორგანიზაციების როლი სამედიცინო და სოციალური სერვისების ორგანიზებული მიწოდების კუთხით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.