საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზებისათვის ახალი კამპანია დაიწყო
საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზებისათვის დაიწყო ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება საელჩოდან ქართული ჩოხა და სხვა სამოსი გარკვეული ვადით ითხოვოს.
„აღნიშნული შეთავაზება საკმაო პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის, რაც თავისთავად კიდევ მეტად ზრდის ქართული კულტურისადმი ინტერესს,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.