ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

პანდემიის დროს ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა.

კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსიახლეებსა და იხილონ ვიდეოები ფილმების გადასაღები მოედნებიდან.

კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ, მასში გაწევრიანება შეუძლია ქართული კინოს ყველა გულშემატკივარს მოცემულ ბმულზე.

“პირველი კინოჩვენებები უკვე შედგა. კინოცენტრი შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და მაყურებელს შემდეგი თემატური ქართული ფილმების ჩენებები შესთავაზა:

“სანამ მამა დაბრუნდება” (რეჟისორი მარი გულბიანი, პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი);

“გაიღიმეთ” (რეჟისორი და პროდიუსერი რუსუდან ჭყონია);

“დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა);

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან მომდევნო კინოჩვენებების დაგეგმვასთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

ონლაინ კინოჩვენებები იმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები